ნიკო ნიკოლაძის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მხატვრული ლიტერატურით დასაჩუქრდნენ.
24 იანვარს, სკოლას „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელი, მწერალი,„ბიბლუსის“ შემოქმედებითი დირექტორი გიორგი კეკელიძე ესტუმრა. მან, სკოლას წიგნები უსასყიდლოდ გადასცა.
სკოლაში საჩუქარი ახარებთ და „წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების“ დამფუძნებელს უღრმეს მადლობას უხდიან.
აღსანიშნავია, რომ ფლევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: