ღვითორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს
19-06-2018
ღვითორის საჯარო სკოლაში სკოლაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე აღნიშნეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს, ქართველი ერის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის შესახებ ისაუბრეს და დამსწრე საზოგადოებას სახალხო დღესასწაული მიულოცეს. 

ღონისძიების ბოლოს მოსწავლეებმა საზეიმოდ ტორტი გაჭრეს. 

წელს საქართველო პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

100 წლის წინ, 1918 წლის 26 მაისს საქართველომ დამოუკიდებლობა  გამოაცხადა. პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ მხოლოდ სამ წელს იარსება და 1921 წლის 25 თებერვალს  წითელი არმიის შემოჭრის შემდეგ, არსებობა შეწყვიტა. ქვეყანამ დამოუკიდებლობა 1991 წლის 9 აპრილს, 1918 წლის დეკლარაციის საფუძველზე აღადგინა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203