„სპეციალური რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი ავტობუსის (M2 ან M3 კატეგორიის) მარშრუტების დამტკიცებისთვის წესის განსაზღვრისა და მარშრუტების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტით განისაზღვრა ის მარშრუტები, რომლებიც მოსწავლეთა გადაყვანისთვის იქნება განკუთვნილი.
„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2025 წლის 24 იანვრის №25.68.82 განკარგულების პირველი პუნქტით დადგენილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოსწავლეების სპეციალური რეგულარული გადაყვანის მიზნით ავტობუსების (M2 ან M3 კატეგორია) მარშრუტები, დანართი 2-ის შესაბამისად“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
მოსწავლეთა გადაყვანის მარშრუტები იხილეთ ბმულზე.