პედაგოგებისთვის 250 ლარია გამოყოფილი - ვის ეხება დაფინანსება
31-01-2025

აფხაზეთის რესპუბლიკის 2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია, რომ ზემო აფხაზეთიდან დევნილი  პედაგოგები ერთჯერად ფულად დახმარებას მიიღებენ.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ზემო აფხაზეთიდან დევნილი, ამჟამად უმუშევარი ან პენსიონერი მასწავლებლებისთვის გასაცემი ვაუჩერის რაოდენობას განსაზღვრავს კომისია, რომელიც უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს სხვა ინფორმაციაც.

ზემო აფხაზეთიდან დევნილი, ამჟამად უმუშევარი ან პენსიონერი პედაგოგებისთვის ერთჯერადი დახმარების  - 250 ლარის მიღების მიზნით, წარდგენილი უნდა იქნეს:

ბ.ა) განმცხადებლის (ბენეფიციარის) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი);

ბ.ბ) განმცხადებლის დევნილის მოწმობა (ასლი);

ბ.გ)   განმცხადებელის  ცნობა  – საქართველოს შემოსავლების სამსახურიდან, იმის შესახებ, რომ განმცხადებელი 2024 წლის 1 იანვრიდან არ იყო ნებისმიერი სახით გადასახადის გადამხდელი;  

ბ.დ) ცნობა ზემო აფხაზეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან პედაგოგიური მოღვაწეობის შესახებ;

ბ.ე)  ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.

დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6394621?publication=0

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...