ეროვნულების გარეშე უმაღლესში ჩარიცხვის წესში ცვლილება შევიდა - ვის ეხება მინისტრის ბრძანება
30-01-2025

„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  ბრძანებაში ცვლილება შევიდა. 

დოკუმენტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეებს (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებსა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებსა), რომლებიც ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული), ასევე საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში მაგისტრატურაზე, აქვთ უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე მიიღონ განათლება.

ბრძანებას ხელს აწერს მინისტრი ალექსანდრე წულაძე. დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...