2 თებერვალს თბილისში, ხოლო 9 თებერვალს ბათუმში izrune.ge მასშტაბურ ღონისძიებებს ჩაატარებს და ყველაზე აქტიურ იზრუნელებს სპეციალური დიპლომები, ასევე სხვადასხვა საჩუქრები გადაეცემათ.
უკვე ტრადიციადქცეული ღონისძიება გახლავთ კიდევ ერთი დასტური, რომ ყველაზე მზრუნველი საგანმანათლებლო პროექტი Izrune.ge წლებია, ურყევად დგას მომავალი თაობების წიგნიერებისა და განათლების სადარაჯოზე.
მსოფლიოში ყველაზე მზრუნველმა პორტალმა შეძლო სკოლის-მოსწავლის-მშობლის ერთი მთავარი მიზნის ირგვლივ გაერთიანება. Izrune.ge-მ ათიათასობით თანამოაზრე შემოიკრიბა და მრავალფეროვანი, განვითარებაზე ორიენტირებული ტესტების საშუალებით, ერთგულ იზრუნელებს წარმატების მწვერვალების დაპყრობაში დაუღალავად ეხმარება.
თებერვლის ღონისძიებებს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ ცოდნის დღესასწაული, რომელიც izrune.ge-ს ვარსკვლავებისთვის, მათი ოჯახის წევრებისა და გულშემატკივრებისთვის მოეწყობა.
წარმატებული იზრუნელები დიპლომებით დაჯილდოვდებიან, მათ კი, ვინც 2024 წელს ყველა ტესტი შეასრულა, „ეტალონის ბიბლიოთეკა“ სპეციალური წიგნით დაასაჩუქრებს „სტუდენტური პროექტის“ კითვების კრებულით, ეს საჩუქარი გადაეცემათ ასევე Izrune.ge-ს სპეციალურ აქციაში ჩართულ მოსწავლეებსაც.