საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეები ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას იღებენ, რაც მათ სასწავლო შემართებასა და აკადემიურ მიღწევებზე აისახება. შესაბამისად, სკოლა-გიმნაზიას არაერთი წარჩინებული კურასდამთავრებული ჰყავს.
29 იანვარს, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ, ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცა 2022-2023 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს სკოლა-გიმნაზია და დღეისათვის საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში სწავლობენ.
ოქროს მედლები გადაეცათ:
ვერცხლის მედლებით კი დაჯიდლოვდნენ:
️გიმნაზია ულოცავს მედალოსნებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მინიჭებულ დამსახურებულ ჯილდოს წარმატებებს უსურვებს ცხოვრების მომდევნო ეტაპზე.
შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8 ვერცხლის მედალს მოიპოვებს.
იხილეთ ფოტოები: