ქუთაისის №4 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ ექსკურსიებსა და გასვლით ღონისძიებებს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ინტერესითა და ჩართულობით გამოირჩევა.
ახლახან, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები პედაგოგებთან - შორენა ჩაფიძესთან, თამარ კობახიძესა და მარიამ კარკაძესთან ერთად, იმყოფებოდნენ ქუთაისის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეებზე საოცარი შთაბეჭდილება მოახდინა მუზეუმის კოლექციამ. ისინი ინტერესით გაეცნენ ექსპონატებს, დაათვალიერეს აგრეთვე მუზეუმის ბიბლიოთეკა. დღის ბოლოს მოსწავლეები გასართობ ცენტრ „კინო საქართველოსაც“ ესტუმრნენ.
იხილეთ ფოტოები: