სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან და პედაგოგთა მხარდაჭერით, დიდი შემართებით მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებაში.
ახლახან, უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი გაბელია, ჰოლოკოსტოს მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ცერემონიალზე მადლობის სერტიფიკატით დაჯილდოვდა.
27 იანვარს, საქართველოს პარლამენტმა და ისრაელის საელჩომ ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ერთობლივი ღონისძიება გამართეს.
ცერემონიალზე ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამხატვრო კონკურსის შედეგები გამოცხადდა. კონკურსი წელს პირველად, ისრაელის საელჩოსა და განათლების სამინისტროს თანამშრომლობით ჩატარდა. მასში 250-ზე მეტი სკოლის მოსწავლე მონაწილეობდა მთელი საქართველოდან. მათ შორის იყო უშაფათის საჯარო სკოლის მოსწავლე მეგი გაბელიაც.
სკოლის დირექტორი ლორინა ჩხეტია მოსწავლეს წინსვლას უსურვებს.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: