ანდრიაწმინდის სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეთა ქართული ენისა და ლიტერატურის საინტერესო გაკვეთილი და სახალისო აქტივობით შესწავლილი თემა 
30-01-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს შემეცნებითთან ერთად სახალისო გაკვეთილებს სთავაზობენ. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-4 კლასში ჩატარებული ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

მოსწავლეები პედაგოგმა სახალისო აქტივობაში ჩართო. 

აქტივობა მდგომარეობს შემდგომში - ყუთში ყრია სიტყვები (არსებითი სახელები), რომლებიც უნდა ამოიღონ ბავშვებმა, აბრუნონ, გაარკვიონ იკვეცება, იკუმშება, თუ კუმშვად-კვეცადია და შემდეგ ჩადონ ბარათი შესაბამის კონვერტში, რომლებიც მიმაგრებულია დაფაზე.

ბავშვები ხალისით ჩაერთნენ აქტივობაში, იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„ასეთი აქტივობები ხელს უწყობს, მოსწავლეების აქტიურად ჩართულობას გაკვეთილში, დაკვირვების უნარის განვითარებას და გაკვეთილის უკეთ გააზრებას“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...