კალის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
30-01-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა როგორც საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების -წარმოჩენა-განვითარებაზე ზრუნავენ და ამ მიზნით, ბავშვებს არაერთ ღონისძიებას სთავაზობენ. 

დღეს, 30 იანვარს, სკოლაში ჩატარდა ინტელექტუალური თამაში - „რა? სად? როდის?“. როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეთა სხარტი აზროვნების განვითარებას, ცოდნის გაღრმავებას. მოსწავლეები გადანაწილდნენ ორ გუნდად - „ტვინიკოსები“ და „მოაზროვნეები“. თითო გუნდში ოთხი მოთამაშე ირიცხებოდა. 

მოსწავლეები თამაშში ხალისითა და დიდ შემართებით ჩაერთნენ, იაქტიურეს, შესაძლებლობები წარმოაჩინეს და ერთმანეთს ჯანსაღი კონკურენცია გაუწიეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა გუნდმა - „მოაზროვნეებმა“. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...