ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე საერთაშორისო სასამართლო პროცესის ინსცენირება მოაწყვეს
30-01-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში კომპლექსური დავალებებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს. 

მათ შორის აღსანიშნავია, მე-8 კლასის მოსწავლეთა კომპლექსური ხასიათის დავალება თემაზე - „საერთაშორისო სასამართლო“, რომელზეც მოსწავლეებმა ისტორიის გაკვეთილზე იმუშავეს. 

მოსწავლეებმა კლასში იმიტირებული სასამართო პროცესი გამართეს. მოეწყო საერთაშორისო სასამართლო პროცესის ინსცენირება, რომელზეც განიხილეს ორი საქმე - „საქართველო ბიზანტიის წინააღმდეგ“ და „ბიზანტია საქართველოს წინააღმდეგ“. 

კლასი ორ ნაწილად იყო დაყოფილი: ბიზანტიურ და ქართულ მხარედ. თითოეულმა მხარემ სასამართლოზე წარადგინა რამდენიმე საქმე. მაგ: გიორგი I, ბაგრატ IV ,დავით III ბიზანტიის წინააღმდეგ.

მოსწავლეებმა მოამზადეს სარჩელი, თან დაურთეს დოკუმენტები, იყო მოწმის ჩვენება, ინტერვიუ და.ა.შ. მოსწავლეებმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით შექმნეს კედლის გაზეთიც.

შთამბეჭდავ გაკვეთილს ისტორიის მასწავლებელ შორენა შამათავასთან ერთად ესწრებოდნენ კლასის დამრიგებელი და პედაგოგები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...