ზემო ხანდაკის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მზის სისტემის პლანეტების მაკეტები შექმნეს
31-01-2025

პოლკოვნიკ ტარიელ შარიფაშვილის სახელობის კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს გაკვეთილებს ურავალფეროვნებენ და სწავლებისას სხვადასხვა სტრატეგიასა და მეთოდს მიმართავენ. 

ახლახან, სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა - თამილა ბაზანდარაშვილმა V კლასის მოსწავლეებთან ერთად საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა თემაზე - „პლანეტები“.

მას შემდეგ რაც მოსწავლეებმა შეისწავლეს პლანეტები და მათი თავისებურებანი, შექმნეს მაკეტები და მოამზადეს პრეზენტაცია. ყველამ წარმოადგინა თავისი ნამუშევარი. 

გაკვეთილი საინტერესოდ და სახალისოდ წარიმართა. მოსწავლეები მოტივირებულები და მაქსიმალურად ჩართულები იყვნენ.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...