ალათუმანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემას საინტერესო პრეზენტაციები მიუძღვნეს
31-01-2025

ახალქალაქის  მუნიციპალიტეტის სოფელ ალათუმანის საჯარო სკოლაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილი მიეძღვნა. 

მე-11 და მე-12 კლასების მოსწავლეებმა, მოამზადეს და წარმოადგინეს პრეზენტაცია ტრანსპორტის გადაჭარბებული სიჩქარის და მისგან გამოწვეული, გახშირებული ავარიები შესახებ.

მოსწავლეებმა სასკოლო საზოგადოებას გააცნეს ინფორმაცია საქართველოში ტრანსპორტით გამოწვეული დაბინძურებული ჰაერის შესახებ, რომელიც იწვევს სხვადასხვა მძიმე დაავადებებს. ასევე აღნიშნეს თუ რამდენად ხშირია ბოლო პერიოდში საქართველოში ავარიული შემთხვევები, მათი თქმით, ავარიას იწვევს როგორც სიჩქარის გადაჭარბება, ისე საჭესთან ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ ყოფნა.

მოსწავლეებმა ასევე ისაუბრეს მოსახლეობაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შესახებ. მანქანის მართვას განსაკუთრებულ პრობლემად კი დაასახელეს საცობები არსებობა, რომელიც აფერხებს, როგორც მოძრაობას, ასევე ხელს უშლის სწრაფ გადაადგილებას. ბოლოს კი ისაუბრეს პრევენციის შესახებ და განიხილეს თითოეული დასახელებული პრობლემის გადაჭრის გზები და საშუალებები.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...