თბილისის N200 სკოლის მოსწავლეები, სასწავლო პროექტის ფარგლებში, საგზაო მოძრაობის წესებს გაეცნენ
31-01-2025

თბილისის N200 საჯარო სკოლაში, სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე, მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით განხორციელდა სასკოლო პროექტი - „მე ვიცავ საგზაო მოძრაობის წესებს“. 

პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - საგნის მასწავლებელი - ლალი გელენავა; ნინო ჯიქური; ია ჩაჩხიანი.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ:

  • საგზაო ნიშნებს, რომლებიც ყველაზე ხშირად ხვდებათ ქუჩაში/გზებზე;
  • ფეხით მოსიარულეთა ქცევის წესებს;
  • საფრთხეებს, რომლებსაც შეიძლება შეხვდნენ ქალაქის ქუჩებში გადაადგილებისას(მათი თავიდან არიდების გზებს).

სკოლის მოსწავლეებს და თანამშრომლებს დაურიგდათ ფლაერები საგზაო მოძრაობის წესების შესახებ. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...