ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტელეფისის ციხე დალაშქრეს
19-06-2018
ჭოგნარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ტელეფისის ციხეზე ლაშქრობა მოაწყვეს. 

ექსკურსია შემეცნებითი ხასიათის გახლდათ. 

ტელეფისის უძველესი ციხე ჭოგნარიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს. ისტორიულ წყაროებში ის დაახლოებით მე-6 საუკუნიდან მოიხსენიება. ტოლების მთის ფერდობზე შემორჩენილ ციხის ნანგრევებს ბიზანტიელი ისტორიკოსი აგათია მირნელი ტელეფისის ციხის ნაშთად მოიხსენიებს. 553 წელს ტელეფისის ციხესიმაგრის ნანგრევებში ეგრის-ბიზანტიასა და ირანის ჯარს შორის ტელეფისის ბრძოლა მოხდა.  

მოსწავლეებმა ციხის შესახებ ინფორმაციები მოიძიეს და შეისწავლეს. მათ, ასევე, ტელეფისის ციხესთან ისტორიული წარსულის შესახებ ისაუბრეს, პატრიოტული ლექსები წაიკითხეს და იცეკვეს...    

ტელეფისის ციხეზე ლაშქრობა ერთ-ერთი დასამახსოვრებელი დღე იყო ყველასთვის.     

პროექტისა და ლაშქრობის ხელმძღვანელი გახლდათ მაია ლორია.

მოსწავლეები შთაბეჭდილებებით აღსავსენი დაბრუნდნენ. 

სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203