ზინობიანის საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი თამარ ჩაჩანიძე მასწავლებელთა მუნიციპალურ კონფერენციაზე საინტერესო თემით წარდგა
31-01-2025

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ განვითარებაზე ზრუნავენ, მონაწილეობენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებებში, იზიარებენ საუკეთესო პრაქტიკას, აზიარებენ ცოდნასა და გამოცდილებას.

ახლახან, ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ქალაქ ყვარელში გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია, სადაც ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის საჯარო სკოლა წარადგინა ისტორიის მასწავლებელმა - თამარ ჩაჩანიძემ თემით - „საქართველოს უდიები“ (100 წელი საქართველოში). 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ზინობიანის საჯარო სკოლისათვის თემა ფრიად აქტუალურია. 

„გვინდა ჩვენი სკოლის სახელით მადლობა გადავუხადოთ ქ. ყვარლის რესურსცენტრს და განსაკუთრებით ქალბატონ ქეთევან ჭიპაშვილს უკვე ტრადიციად დამკვიდრებულ ამ ღონისძიებისათვის, რომელიც ძალიან უწყობს ხელს არა მარტო პედაგოგთა შორის მათი წარმატებული პრაქტიკის გაზიარებას, არამედ მთელი ყვარლის მუნიციპალიტეტის სკოლებისა და მასწავლებლების დაახლოებასა და შეკავშირებას“,- აღნიშნავენ სკოლაში და კონფერენცაში მონაწილეობის მნიშვნელობას უსვამენ ხაზს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...