ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს, რაც მოსწავლეთა სასწავლო შემართებაზე აისახება.
ახლახან, მე-4 კლასის მოსწავლეებმა, ბუნებისმეტყველების გაკვეთილის ფარგლებში, მასწავლებელ ცისანა შერგილაშვილის ხელმძღვანელობით, მოამზადეს პრეზენტაციები 7 კონტინენტის შესახებ.
მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაციები, ფოტოები, რუკები, საინტერესო ფაქტები კონტინენტების შესახებ და მიღებული ცოდნა გაუზიარეს მე-2 და მე-3 კლასელებს.
მოსწავლეებმა საინტერესო და ინფორმაციული პრეზენტაციები წარუდგინეს უმცროსკლასელებს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
სკოლაში მოსწავლეთა აქტიურობა ახარებთ და საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობას უხდიან.
„დიდი მადლობა მეოთხეკლასელებს გაწეული სამუშაოსთვის, ასევე მადლობას ვუხდით მე-2 და მე-3 კლასის დამრიგებლებს- ნანა ზაზაძეს და ცირა კალაიჯიშვილს და მათ მოსწავლეებს პრეზენტაციებით დაინტერესებისთვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: