ნინოწმინდის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას საინტერესო მეთოდებს მიმართავენ და მოსწავლეებს მრავალფეროვან გაკვეთილებს სთავაზობენ.
მათ შორის აღსანიშნავია, მე-5ა კლასში ჩატარებული ბუნების თავისუფალი გაკვეთილი თემაზე -„გახდი კოსმონავტი“.
სასწავლო პროცესი მეტად საინტერესოდ და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. მასწავლებელმა - არუსიაკ მღდესიანმა მოსწავლეები საინტერესო და შემოქმედებით აქტივობებში ჩართო.
ბავშვებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითთან, ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა, ბევრი იაქტიურეს და საგანში ცოდნა გაიმდიდრეს.
იხილეთ ფოტოები: