ჭალის საჯარო სკოლის მოსწავლეები აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმს მწერლის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტრადიციადქცეული ღონისძიებით ესტუმრნენ
03-02-2025

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლაში უკვეე წლებია ტრადიციად არის ქცეული დიდი მამულიშვილის, აკაკი წერეთლის გარდაცვალების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ჩატარება აკაკისეულ მამულში, სოფელ სხვიტორში.

იდეის ავტორი დაწყებითი კლასის პედაგოგი შიშანიკა ზაბახიძეა, რომელიც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პატივს მიაგებს დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნასა და ულამაზეს, დაუვიწყარ დღეს უქმნის საყვარელ აღსაზრდელებს, მეგობრებს, მშობლებსა და დამსწრე საზოგადოებას.  

წლევანდელი წელიც არ იყო გამონაკლისი, აკაკის გარდაცვალების 150 წელი კვლავაც დიდი პატივით აღინიშნა მგოსნის სახლმუზეუმში, ამჯერად ღონისძიება მუსიკის მასწავლებელ მარიზი გოდაბრელიძესთან და მის სადამრიგებლო მე-9 კლასთან ერთად დაიგეგმა და წარმატებითაც განხორციელდა.

მოსწავლეებმა ისაუბრეს აკაკი წერეთლის სწავლა-აღზრდის იდეებზე,  დღესაც რომ არ დაუკარგავს აქტუალობა, წაიკითხეს პოეტის უკვდავი ლექსები, წერილები, იმღერეს დამრიგებელთან,  მშობლებთან ერთად. მუზეუმიც დაათვალიერეს და დროც სასიამოვნოდ გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...