ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის ერთკვირიანი საგაზაფხულო არდადეგები ახლოვდება.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო კალენდრის მიხედვით, საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის არდადეგების ხანგრძლივობა 1 კვირაა - 8 მარტს, ქალთა დღეს იწყება და 14 მარტის ჩათვლით გრძელდება, თუმცა მიმდინარე სასწავლო წელს, საჯარო სკოლის მოსწავლეები 10 დღის განმავლობაში დაისვენებენ, რადგან 8 მარტი შაბათია, ეს კი ნიშნავს, რომ სკოლები მოსწავლეებს 7 მარტიდან დაითხოვენ და სასწავლო პროცესი 17 მარტიდან განახლდება (15-15 მარტი შაბათ-კვირაა).
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებსა და არდადეგების ხანგრძლივობას.
სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები, ასევე არდადეგები წინასწარ არის განსაზღვრული და ამ თარიღებს კანონი არეგულირებს. ასევე გაეცანით დეტალურად