ზოგადი განათლების შესახებ კანონში შესული ცვლილების მიხედვით პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლებს სტატუსის ამაღლების საშუალება გაუხანგრძლივდათ.
როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, „პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებელი ვალდებულია კომპეტენციის დადასტურების მიზნით 2026 წლის 1 იანვრამდე ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა“.
ამასთან, პრაქტიკოს სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების უფლება აქვს პირს, რომელსაც მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიენიჭა განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით).
მან კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა უნდა ჩააბაროს აღნიშნულ პოზიციაზე მუშაობის დაწყებიდან 2 წლის ვადაში,
არაუგვიანეს 2026 წლის 1 იანვრისა.