იცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები - მთავრობის დოკუმენტი
06-02-2025

საქართველოს პარლამენტის 2025 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა გამოქვეყნდა, სადაც საუბარია იმაზე, რომ გარკვეულ სიხალეებს ვიხილავთ ზოგადი განათლების შესახებ კანონში - მათ შორის „შეიცვლება მასწავლებლის განათლებისადმი დადგენილი მოთხოვნები“.

ცვლილებები სკოლის დირექტორებს, მასწავლებლებსა და რესურსცენტრების ხელმძღვანელებს შეეხება - მთავრობის 2025 წლის გეგმა ცნობილია

დოკუმენტში ვკითხულობთ: იმ პირებს,  რომლებსაც აქვთ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით მიეცემათ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა;

ასევე მათ, ვისაც ჩაბარებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სპეციალური მასწავლებლის გამოცდა და უდასტურდებათ მასწავლებლობის უფლება მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მოპოვებული მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატის მიხედვით, მიეცემათ სპეციალურ მასწავლებლად დასაქმების შესაძლებლობა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...