„მაღაზიობანა“- შუამთას საჯარო სკოლის მე-2 კლასელთა სახალისო აქტივობა 
05-02-2025

ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. 

სასწავლო შემართების ამაღლების მიზნით, პედაგოგები მოსწავლეებს სახალისო და საინეტრესო აქტივობებს სთავაზობენ და გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 
ახლახან, მე-2 კლასის მოსწავლეებმა მათემატიკაში თემა - ქართული ფული შეისწავლეს. 

თემასთან შესაბამისობაში კი პედაგოგმა პატარებს სახალისო აქტივობა „მაღაზიობანა“ შესთავაზა. 

„გვყავდა საოცარი გამყიდცელი ილია, რომელსაც ზოგჯერ ავიწყდებოდა თუ რომელი საგანები გაყიდა. ცდილობდა ბევრი საგანი გაესხვისებინა“,- გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა შემართება. 

„ასე ვცდილობთ საგანი დავაკავშიროთ ცხოვრებასთან“,-დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო 1, ვიდეო 2, ვიდეო 3, ვიდეო 4, ვიდეო 5.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...