შუამთას საჯარო სკოლის მოსწავლეებმა უნივერსიტეტში საჯარო ლექცია მოისმინეს
06-02-2025

ტიციან ტაბიძის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთას საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, არაფორმალური განათლების პროექტებში აქტიურად მონაწილებენ. 

ახლახან, მოსწავლეები KIU-ს საბავშვო უნივერსიტეტის ფარგლებში გამართულ მორიგ საჯარო ლექციას დაესწრო, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, KIU-ს მათემატიკის სკოლის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ბოჭორიშვილმა წაიკითხა. 

ლექციის თემა იყო – „წრფის განტოლება, მანძილის ფუნქცია, მანქანური სწავლება და სტუდენტური პროექტები‘‘.

სკოლის მოსწავლეებისთვის გამართულ საჯარო ლექციაზე რამაზ ბოჭორიშვილმა მათემატიკის ფუნდამენტურ კონცეფციებზე – წრფესა და მანძილზე გაამახვილა ყურადღება, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს მანქანურ სწავლებაში და ინტენსიურად გამოიყენება KIU-ს სასწავლო კომპონენტში ინტეგრირებულ სტუდენტურ პროექტებში. პროფესორმა ახალგაზრდებს ილუსტრაციის სახით, აღნიშნული პროექტები გააცნო და, ამასთან, დეტალური ინფორმაცია მიაწოდა KIU-ს ახალ საბაკალავრო პროგრამაზე „მათემატიკა და გამოყენებები: ხელოვნური ინტელექტის, სამეცნიერო გამოთვლების, ფინანსური მათემატიკის საფუძვლები“.

„მადლობა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს არაჩვეულებრივი პრაქტიკის გაზიარებისთვის და საინტერესო პროექტების დეტალურად განხილვისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...