ინფორმაცია სტუდენტებისთვის - განაცხადის გაკეთების ვადა დღეს, 7 თებერვალს იწურება
07-02-2025

2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა სტუდენტებისთვის 7 თებერვლას დასრულდება. 

რეგისტრაცია მობილობის ელ. პორტალზე https://students.emis.ge/

მობლობის შედეგები ცნობილი 12 თებერვალს გახდება.

მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია

მობილობის მსურველს შეუძლია პორტალზე აირჩიოს და დაარეგისტრიროს ცალ-ცალკე, პრიორიტეტის მიხედვით, არაუმეტეს 5 (ხუთი) საგანმანათლებლო პროგრამა. გარდა სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის შემთხვევისა.  პრიორიტეტულობის პრინციპი ნიშნავს არჩეული პროგრამების დალაგებას უპირატესობის მინიჭების მიხედვით. სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე მობილობის მსურველი, ელექტრონულ პორტალზე ირჩევს მხოლოდ ერთ სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო პროგრამას.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...