ნოღის საჯარო სკოლის მოსწავლეები, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სოფლის ღელეებსა და წყაროებს გაეცნენ
06-02-2025

აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს მეტად საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

ქართული ლიტერატურის მე-8 კლასის სახელმძღვანელოში არის პატარა მოთხრობა - „ჩემი უსტარაული“ (ლევან გოთუა) ,რომელშიც საუბარია აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი სოფლის წყაროებზე.

ნოღის საჯარო სკოლის მე-8 კლასელებმა, საგნის მასწავლებელ ნათელა ბრეგაძესთან ერთად, გადაწყვიტეს მოენახულებინათ მშობლიური სოფლის წყაროები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მიზანი იყო მოსწავლეები უკეთ გაცნობოდნენ ნოღის ღელეებსა და წყაროებს, რომლითაც ასე მდიდარია მათი სოფელი.

მათ მოინახულეს შესანიშნავი წყაროები: ქვარნალა, საყორნია, ქვასიპა და ოხტომა. ბავშვები ინტერესით უსმენდნენ თითოეული ტოპონიმის წარმოშობის ისტორიას. ბევრი სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს და კმაყოფილნი დაბრუნდნენ უკან.

„ბუნების წიაღში ჩატარებული გაკვეთილი დიდხანს დაამახსოვრდებათ ბავშვებს. მადლობა ნათელა მასწავლებელს“,- აღნიშნავენ სკოლაში, ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და პედაგოგის კრეატიულობა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...