ძველი ხიბულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გეოგრაფიაში ცოდნა გაიღრმავეს
19-06-2018
ძველი ხიბულის საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა ავთანდილ ღურწკაიამ მე-8 კლასში თავისუფალი გაკვეთილი - „ვიმოგზაუროთ მსოფლიოს გარშემო“ ჩაატარა. მე-9 კლასში კი პედაგოგის ხელმძღვანელობით, თავისუფალი გაკვეთილი - „ვიმოგზაუროთ საქართველოს რეგიონებში“ ჩატარდა.
მე-8 კლასის მოსწავლეებმა დაჭრილი კონტინენტების კონტურული რუკები ააწყვეს, მათ სახელები შეარქვეს, კონტინენტებზე არსებული მნიშვნელოვანი ქალაქები მონიშნეს და გეოგრაფიული რეკორდები აღნიშნეს.
მე-9 კლასის მოსწავლეებმა კი საქართველოს პოლიტ-ადმინისტრაციული კონტურული რუკები ააწყვეს და მნიშვნელოვანი ქალაქები და გეოგრაფიული ობიექტები მონიშნეს. იხილეთ ფოტო