თანამედროვე მეთოდებზე მორგებული გაკვეთილი - ქვედა სიმონეთის N2 სკოლის მაგალითი
02-12-2016

ქვედა სიმონეთის N2 სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა დ.აბულაძემ ჩაატარა გაკვეთილი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმის პროგრამა - „მომავლის თაობის“ ფარგლებში.

გაკვეთილს ესწრებოდა სამოქალაქო განათლების განვითარებისა  და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი ლიანა არეშიძე.

გაკვეთილი, x კლასში, სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს მეშვეობით წარიმართა. თემა იყო „თანამშრომლობა“. 

როგორც მასწავლებელი აღნიშნავს, გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს ესწავლათ თანამშრომლობის პოზიტიური მხარეების ჩვენება, თანამშრომლობის პარტნიორების შერჩევა, თანამშრომლობის წესების შემუშავება.

თანამედროვე მეთოდებზე მორგებულ გაკვეთილში გამოყენებული იქნა საგანთშორისი კავშირი - მეწარმეობის საგანთან და მის მიერ შექმნილი პროექტი „ ლინა“-ს წევრებთან.

გაკვეთილზე მოსწავლეები აქტიურად მსჯელობდნენ აღნიშნული თემის ირგვლივ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203