გეზათის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს საინტერესო პროექტი მიეძღვნა
07-02-2025

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. 

გეზათის საჯარო სკოლაში განხორციელდა პროექტი სახელწოდებით - „მეფე - აღმაშენებელი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ისტორია -გეოგრაფიის მასწავლებელი მაია ხომერიკი.

პროექტში ჩართულნი იყვნენ, საბაზო საფეხურის-  მე-7, მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. პროექტის ფარგლებში სკოლის თვითმმართველობის წევრებმა გამოსცეს კედლის გაზეთი სახელწოდებით - „საქართველოს აღმაშენებელი მეფე“.

პროექტის ბოლოს ჩატარდა ღონისძიება, სახელწოდებით „მეფე- აღმაშენებელი“.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო თემის შესაბამისი ინფორმაციები, ლექსები და
სიმღერები, გაკეთდა დავთ აღმაშენებლის ეპოქის რუკის პრეზენტაცია და დიდგორის
ბრძოლის გეგმის კოსტიუმირებული ინსცენირება.

ღონისძიების მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი კლასის დამრიგებლები, მუსიკის მასწავლებელი გულისა კიზირია, რომელმაც ღონისძიება გააფორმა მუსიკალურად. კოსტიუმებზე იმუშავა „მე და საზოგადოების“ მასწავლებელმა - ზაირა რევაზიშვილმა და სცენის დეკორაციაზე იზრუნა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელმა - სოფიო ჯიბლაძემ.

განსაკუთრებით საინტერესო და სანახაობრივი გამოვიდა ინსცენირება, სადაც როლებს
ასრულებდნენ მე-8 კლასის მოსწავლეები: მეფე - საბა ფირცხალავა, ვეზირები: ირაკლი
გაბუნია, ლუკა ბარნაბიშვილი და გიორგი ჯიბლაძე.

ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

ინფორმაცია მოგვაწოდა სკოლის წარმომადგენელმა - ზაირა რევაზიშვილმა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...