სტუდენტები, რომელთაც სწავლა 50%-ით დაუფინანსდებათ - ბიუჯეტი
30-03-2025

წყალტუბოს მუნიციპალიტეტს ბიუჯეტში გაწერილია ადგილობრივი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების პროგრამა, რომელიც გულისხმობს სწავლის საფასურის 50 პროცენტით დაფარვას, თუმცა ეს თანხა 2000 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.

დოკუმენტის თანახმად, განსაზღვრულია „მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული სტუდენტების სწავლის საფასურის თანადაფინანსება, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და მათი სოციალური მდგომარეობა მძიმეა მშობლების გარდაცვალების, ან/და უგზოუკვლოდ დაკარგვის გამო. სტუდენტების თანადაფინანსება განისაზღვროს გადასახდელი თანხის 50 % არაუმეტეს 2000 ლარისა“.

ამავე ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტები - „თანადაფინანსება განისაზღვრება გადასახდელი თანხის 50%-ით არაუმეტეს 2000 ლარისა“.

დახმარების მიღების მიზნით სტუდენტმა უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

გ) დოკუმენტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გადასახდელი თანხის მითითებით;

დ) სტუდენტის მშობლების: გარდაცვალების, უგზოუკვლოდ დაკარგვის დამადასტურებელი   დოკუმენტი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის შემთხვევაში, შშმ-ს დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მოთხოვნილ იქნეს დამატებითი დოკუმენტაცია.

აღსანიშნავია, რომ თანხა ჩაირიცხება სტუდენტის მიერ წარმოდგენილი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...