კალის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა
07-02-2025

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ კალის საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღინიშნა. 

სკოლაში, წმინდა დავით აღმაშენებლის გარდაცვალების 900 წლისთავთან დაკავშირებით, გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით - „დავით აღმაშენებელი საქართველოს გამაერთიანებელი“. 

ღონისძიებაში მონაწილეობდა კალის საჯარო სკოლის ყველა საფეხურის მოსწავლე.

მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი, წაიკითხეს დავით აღმაშენებლის ცხოვრება, ისაუბრეს ძლევამოსილ გამარჯვებებზე, ასევე დიდი მეფის როლზე საქართველოს ისტორიაში.

ღონისძიება გამოვიდა შინაარსობრი და შემოქმედებითად დატვირთული. 

კიდევ ერთი საინტერესო და ღირსშესანიშნავი დღე ჩაიწერა სკოლის ცხოვრებაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...