თბილისის N61 საჯარო სკოლის მე-4 კლასელები წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას შეუერთდნენ
07-02-2025

ყველასთვის ცნობილია, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვისთვის წიგნის შეყვარება და ამ გზით მათი თვალსაწიერის გაფართოება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება თბილისის N61 საჯარო სკოლაში გამართული ღონისძიება, რომელიც წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მიეძღვნა. 

წიგნის კითვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ საერთაშორისო კამპანიას 5 თებერვალს, მე-4 კლასელები (დამრიგებელი მანანა მაისურაძე) გამოეხმაურნენ.

მოსწავლეები გაეცნენ წიგნის შესახებ ბრძნულ გამონათქვამებს, ისაუბრეს კითხვის მნიშვნელობაზე. ბიბლიოთეკარი ხათუნა ფაიკიძის შეთავაზებით, კლასში დაიწყეს წიგნის - „ილუსტრირებული ბიოგრაფიები ბავშვებისათვის“ საჯაროდ კითხვა.

„ვინაიდან 8 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა, კითხვაც ამ დიდებული მეფის ხსოვნას დავუკავშირეთ და დავით აღმაშენებლის ბიოგრაფია წავიკითხეთ. მოსწავლეები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ, კითხვით სიამოვნებაც მიიღეს და ცოდნაც“,- გვიყვებიან სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...