თბილისის N61 საჯარო სკოლის მე-2 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს
10-02-2025

თბილისის N61 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს კითხვის კულტურას დაწყებითი კლასებიდანვე აქტიურად ასწავლიან და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

5 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა. ამ ლამაზ და უკვე ტრადიციად ქცეულ ღონისძიებას თბილისის N61 საჯარო სკოლის II ა კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ.

პედაგოგმა - ნუნუ ნებიერიძე, ბავშვებს ესაუბრა წიგნის კითხვის აუცილებლობაზე. მასწავლებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რომ შეუძლებელია საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გახდე თუ არ ხარ ნაკითხი და განათლებული. ამის საუკეთესო მასწავლებელი კი წიგნია.

ბავშვები დიდი მონდომებით და ინტერესით კითხულობდნენ ეპიზოდებს შერჩეული წიგნებიდან.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...