თბილისის N79 სკოლის მე-3 კლასელებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს 
10-02-2025

თბილისის N79 საჯარო სკოლა წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას შეუერთდა. 

მე-3 კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ანა ახობაძის ხელმძღვანელობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა შერჩეული მხატვრული ლიტერატურა წაიკითხეს, ერთმანეთს ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს და კიდევ ერთხელ გაიაზრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობა. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...