„დახურეთ ზეცა“ - ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო მოეწყო
10-02-2025

8 თებერვალს, დავითობას, ქუთაისის N10 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობით, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ამავე სკოლის დირექციის ერთობლივი ინიციატივით, გაიმართა თანამედროვე ქართველი პოეტის - ტარიელ ხარხელაურისადმი მიძღვნილი ლიტერატურული შემოქმედებითი საღამო - „დახურეთ ზეცა“.

ღონისძიებაზე სკოლამ თავად პოეტს უმასპინძლა. სკოლის მოსწავლეებმა გააცოცხლეს პოეტის შემოქმედება, ხოლო, მწერალმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი შემოქმედებიდან ლექსები წაუკითხა.

ღონისძიება შთამბეჭდავად, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

ლიტერატურულ საღამოს ესწრებოდნენ: ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, პოეტი, ერეკლე საღლიანი.სტუმრები ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრიდან: თორნიკე მარჯანიშვილი და მარინა მარჯანიშვილი და სხვა დამსწრე საზოგადოება.

ღონისძიების რეჟისორები ალეკო მესხორაძე და ნატო შერაზადიშვილი არიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...