იანეულის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხელოვნების ღია გაკვეთილზე წიგნის ილუსტრაციები შექმნეს 
10-02-2025

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემომქმედებითობა წახალისებულია. მათი მხატვრული ნიჭისა, ესთეტიკური ხედვის განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შემოქმედებითად განსაკუთრებით დატვირთულია ხელოვნების გაკვეთილები. 

ახლახან, მე-6 კლასში ჩატარდა ღია გაკვეთილი სახვით ხელოვნებაში თემაზე - „ნახატებიანი წიგნი“. მოსწავლეებმა ისაუბრეს წიგნის ილუსტრაციის მნიშვნელობაზე, თანამედროვე და ძველ ილუსტრატორებზე, ასევე საყვარელ ნაწარმოებებზე და მათ მიერ შექმნილი ილუსტრაციები წარმოადგინეს.

გაკვეთილს მასწავლებელი ნონა ურუშაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს და სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...