ხელედის საჯარო სკოლაში ანა კალანდაძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ღონისძიება მიეძღვნა
10-02-2025

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელედის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებით, აქტიურად აღინიშნება მნიშვნელოვანი თარიღები და მოვლენები. 

მათ შორის აღსანიშნავია, ანა კალანდაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო. მოსწავლეებმა პოეზიის დედოფლის ცხოვრებასა და შემოქმედებას ხოტბა შეასხეს, მხატვრულად წაიკითხეს მისი უკვდავი ლექსები. 

ღონისძიება დატვირთული იყო როგორც მხატვრულად ისე შინაარსობრივად და მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა. 

ცნობილი ქართველი პოეტი ანა კალანდაძე 1924 წლის 15 დეკემბერს დაიბადა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...