წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მიზნით, მუსხის საჯარო სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით მნიშვნელოვანი ღონისძიება გაიმართა
10-02-2025

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. მრავალფეროვანი ღონისძიებები კი რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იმართება ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. 

მუსხის საჯარო სკოლა, ამჯერად შეუერთდა, წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს, რომლის სლოგანია „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო”.

ღონისძიება ჩატარდა სკოლის თვითმმართველობის ორგანიზებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის ბავშვებმა. მოსწავლეებმა წაიკითხეს ამონარიდები საყვარელი ავტორების  ნაწარმოებებიდან.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში აღნიშნავენ. ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ლიტერატურის, კითხვის მოყვარულებს საშუალებას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ ერთად კითხვის სიამოვნება. ამ დღის მთავარი მიზანი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...