წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა პატიორტული სულისკვეთების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. შესაბამისად, მოსწავლე-მასწავლებელთა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა საქართველოს აღმშენებელი მეფის დავით IV-ის ხსენების დღე.
მე-11 კლასელებმა - ელენე მიქელაძემ და ლიზი ბერიძემ, გააკეთოს საინტერესო პრეზენტაციები საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მეფის მოღვაწეობის შესახებ.
მოსწავლეებმა ისაუბრეს შემდეგ თემებზე:
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ასეთი აქტივობები ეხმარება მოსწავლეებს, უფრო ღრმად გაიცნონ თავიანთი ქვეყნის ისტორია და გაიზარდონ ღირსეულ მოქალაქეებად.
პრეზენტაციას მასწავლებელი მაყვალა საგინაძე ხელმძღვანელობდა, რომელსაც ახარებს მოსწავლეთა აქტიურობა.
„დიდი მადლობა ელენესა და ლიზის საინტერესო პრეზენტაციებისთვის!“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტოები: