სენაკის N3 საჯარო სკოლაში დავით აღმაშენებლის მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოსწავლეებს დოკუმენტური ფილმი აჩვენეს
სენაკის N3 საჯარო სკოლაში დავითობა აღნიშნეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, გაერთიანებული გაკვეთილი ჩაუტარდათ მე-6, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს. პედაგოგმა ახალგაზრდებს აჩვენა დოკუმენტური ფილმი დავით აღმაშენებლის შესახებ და დეტალურად ესაუბრა მეფის ცხოვრებაზე.
„1125 წლის 26 იანვარს (ახ.სტ. 8 თებერვალი), 53 წლის ასაკში, გარდაიცვალა საქართველოს მეფე, დავით IV აღმაშენებელი. მემატიანის გადმოცემით, მეფეს დიდხანს არ უავადმყოფია. 1124 წლის შემოდგომაზე მან შირვანი შემოიმტკიცა და იქაური საქმეები განაგო. ზამთარი საქართველოში გაატარა, სადაც უეცრად შეუძლოდ შეიქნა და გარდაიცვალა...
ოთხიოდ წლით ადრე იყო დიდგორი - „ძლევაი საკვირველი“... დიდგორის ბრძოლაში გამარჯვებამ დასაბამი მისცა ოქროს ხანას საქართველოს ისტორიაში და რეგიონში საქართველოს, როგორც უძლიერესი სახელმწიფოს დამკვიდრებას“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.