ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის, ვანზომლეთის საჯარო სკოლა არაერთი წელია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ მუდმივად ცდილობს მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და ამის დასტურია ის საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებიც თამამად ვიტყვით, ბავშვებს მიღებული ცოდნის განმტკიცებაში ეხმარება.
ამის დასტურია ახლახან, ვანზომლეთის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღონისძიება, რომელიც დავით აღმაშენებლის 900 წლისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში მოეწყო.
მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებელის ღვაწლზე, შექმნეს კედლის გაზეთი, კვირეულის ხელმძღვანელი კი ისტორიის პედაგოგი, ნატო კაკურია გახლდათ.
მოსწავლეთა მიერ შესრულებულმა აქტივობებმა სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა, ღონისძიების ფაგლებში კი ბავშვებმა კიდევ ერთხელ, პატივი მიაგეს დიდი მეფის ღვაწლს ქვეყნისა და ერის წინაშე.