თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ღირებულებებზე იზრდებიან, მათი პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
7 თებერვალს, სკოლაში საქართველოს აღმშენებელი, წმინდანად შერაცხული მეფე IV გაიხსენებს.
მე-5 კლასში, დავით აღმაშენებლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, მცირე დისკუსია გაიმართა.
მოსწავლეებმა გაიხსენეს წინა კლასებში შესწავლილი მასალა დიდი მეფის შესახებ, წაიკითხეს ა.კალანდაძის, მ.მაჭავარიანის და მ.ლებანიძის ლექსები.
„ჩვენი საქართველოს“ მასწავლებელმა ნ.ბაჩიაშვილმა დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა მოსწავლეებს წმინდანად შერაცხული სახელოვანი მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ (1089-1125წწ),Xll-Xlll საუკუნეების რუკაზე მოინიშნა დავით მეფის დამსახურებით ნიკოფსიიდან დარუბანდამდე გადაჭიმული საქართველოს საზღვრები. გაკვეთილი საინტერესოდ, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობით წარიმართა.
ამავე თემაზე პრეზენტაცია გაიმართა X კლასში, მოსწავლეებმა ისაუბრეს დავით აღმაშენებლის მიერ გატარებულ რეფორმებზე, რომლებმაც განაპირობა ძლიერი ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბება.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღე 8 თებერვალს აღინიშნება.
იხილეთ ფოტოები: