განძის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასელთა სახალისო ქიმიური ექსპერიმენტი 
10-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძის N1 საჯარო სკოლაში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლებისას ექსპერიმენტებს ხშირად მიმართავენ, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა. 

ახლახან, ქიმიის მასწავლებელმა - არევატ თანგამიანმა, მე-11-ე კლასის მოსწავლეებთან ერთად, მოაწყო საინტერესო ქიმიური ექსპერიმენტი.

მოსწავლეებმა ჩაატარეს ცდა სახელწოდებით- „სპილოს კბილის პასტა“. 

ექსპერიმენტი მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა. 

აქტივობის მიზანი იყო თეორიული ცოდნის განმტკიცება, ლაბორატორიაში მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავება.

გაკვეთილი ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო გამოვიდა. 

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...