ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალღოჯიანის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებულია, მათი ნიჭისა და უნარების განვითარებას კი მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება.
მათ შორის, აღსანიშნავია, შთამბეჭდავი სპექტაკლი, რომელიც სკოლაში 27 იანვარს ვაჟა-ფშაველას „სათაგურის“ მიხედვით დაიდგა.
სპექტაკლში მონაწილეობდნენ დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ღონისძიების მიზანი იყო შემოქმედებითი და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება მოსწავლეებში.
მონაწილეები დიდი პასუხისმგებლობით, ინტერესითა და მოტივაციით ემზადებოდნენ ღონისძიებისთვის, რამაც მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო. ბავშვებმა დაკისრებულ მოვალეობას ბრწყინვალედ გაართვეს თავი, როლები ოსტატურად მოირგეს და შესაძლებლობებიც წარმოაჩინეს.
„მათ არასოდეს დაავიწყდებათ ამ დღის ემოციები“,- დასძენენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა აქტიურობა და შემოქმედებითობა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა: