სცენაზე გაცოცხლებული ერეკლე II-ის ცხოვრება და საქართველოს საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ტრადიციული ვიზიტი თეატრში
11-02-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის თეატრში სტუმრობა სასწავლო პროცესის შემადგენელი ნაწილია. პედაგოგები მოსწავლეთა თვალსაწიერის გაფართოების მიზნით თეატრალურ ხელოვნებას ხშირად მიმართავენ. 

ახლახან, თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მე-9 კლასის მოსწავლეები, დამრიგებელ ინგა ჩადუნელის ხელმძღვანელობით, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში იმყოფებოდნენ.

მოზარდებმა ნახეს სცენაზე გაცოცხლებული სპექტაკლი, სახელწოდებით - „ავი მუსაიფი“, სადაც ერეკლე II-ის ცხოვრება და მოღვაწეობა იყო ასახული.

სპექტაკლმა უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა მოზარდებზე. მოსწავლეები მეფის ცხოვრებისა და მოღვაწეობის დეტალებს სპექტაკლის დახმარებითაც გაეცნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...