ნოქალაქევის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში წინიერების დღესასწაული მოეწყო
11-02-2025

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება. 

შესაბამისად, სკოლაში საინტერესოდ აღინიშნა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე. 

წიგნის პოპულარიზაციისკენ მიმართულ ამ საერთაშორისო ინიციატივას მოსწავლე-მასწავლებლები აქტიურად შეუერთდნენ. 

სკოლის ბიბლიოთეკაში, ქართული ენა/ლიტერატურის პედაგოგებისა და ბიბლიოთეკარის ორგანიზებითა და მოსწავლეების მონაწილეობით, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით არაერთი აქტივობა მოეწყო. 

  • მოსწავლეებმა ხმამაღლა წაიკითხეს სხვადასხვა ნაწარმოებები;
  • იმსჯელეს წაკითხულის გარშემო;
  • ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი აზრები;
  • ისაუბრეს წიგნიერების დონის ამაღლებასა და მნიშვნელობაზე.

საინტერესო აქტივობებში მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ და წიგნის კითხვის მნიშვნელობა კიდევ ერთხელ ნათლად გაიაზრეს. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელიც თებერვლის პირველ კვირას აღინიშნება. წიგნის საჯაროდ კითხვის დღე დაარსდა 2010 წელს ორგანიზაციის, litword-ის მიერ, რომლის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია. ამ დღის გზავნილია - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...