ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, განძის N2 საჯარო სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და აქედან გამომდინარე, ბავშვებს საშუალება აქვთ, საგანთა შორის ინტეგრაციით, მიიღონ საფუძვლიანი განათლება.
ამჯერად განძის N5 საჯარო სკოლის მეხუთეკლასელების შესახებ გიამბობთ, რომლებმაც ცნობილი მწერლის, ვაჰან ტერიანის შემოქმედება არა მხოლოდ ლიტერატურის, არამედი სახვითი ხელოვნების „პირიზმიდან“ შეისწავლეს.
აქტივობის თემა გახლდათ - „ვაჰან ტერიანი - ხელოვნებისა და წარმოსახვის პლატფორმაზე“
როგორც სკოლაში გვიამბობენ, მე-5 კლასის მოსწავლეებს, გაკვეთილის მიმდინარეობისას, ჰქონდათ შესაძლებლობა, ხელოვნების მეშვეობით, ახალი ხედვით გაეცნოთ მწერალი.
„გაკვეთილის მთავარი ნაწილი იყო შემოქმედებითი დავალება, რომელიც აერთიანებდა ლიტერატურასა და სახვით ხელოვნებას: მოსწავლეებმა პაზლის სახით შეკრეს დიდი პოეტის პორტრეტი, რომელიც განთავსდა სკოლის დერეფანში, როგორც ტერიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი სიმბოლური ნამუშევარი“, - ნათქვამია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქტივობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების პედაგოგი ვანიკ თევანიანი, რომლის შეფასებით, ბავშვების ჩართულობამ და დაინტერესებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელოვნება შეიძლება გახდეს სწავლის ეფექტური და შთამაგონებელი საშუალება, რაც შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, იგრძნონ და აღიქვან დიდი მოღვაწეების შემოქმედება.