ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს შთააგონებენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ.
შესაბამისად, სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციისკენ მიმართულ მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდა.
მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ გარშემო გაერთიანდნენ, შერჩეული ლიტერატურა ხმამაღლა წაიკითხეს და ერთმანეთს ხმამაღლა კითხვის სიხარული გაუზიარეს.
მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიაზრეს წიგნის კითხვის მნიშვნელობა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ გარშემო.
იხილეთ ფოტოები: