გაიცანით სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მეოთხეკლასელი, რომლის მიერ შესრულებულმა კომპლექსურმა დავალებამ დირექცია და პედაგოგები აღაფრთოვანა
11-02-2025

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, სპასოვკის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალი პედაგოგები, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავენ,რ ათა მოსწავლეებმა მიიღონ საფიუძვლიანი განათლება.

სწორედ აქედან გამომდინარე, სკოლაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სხვადასხვა აქტივობებს როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით; მოსწავლეებიც ენთუზიაზმით ერთვებიან სასწავლო პროცესში, დიდი ინტერესით მუშაობენ საგნობრივ პროექტებსა თუ პრეზენტაციებზე და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენელთა შექებასაც იმსახურებენ.

ამჯერად გვინდა გაგაცნოთ სპასოვკის N1 საჯარო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე ედა მეკეიძე, რომელმაც პედაგოგს, ნატო ვანაძეს და სასკოლო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს ინგლისურ ენაზე შესრულებული კომპლექსური დავალება - A Tour Around The London (მოგზაურობა ლონდონის ირგვლივ) წარუდგინა.

პრეზენტაციამ დიდი მოწონება დაიმსახურა, სკოლის ხელმძღვანელმა ავთანდილ ვანაძემ კი მოსწავლე-მასწავლებლის შრომა შემდეგი სიტყვებით შეაფასა: 

„წარმატებები  მასწავლებელს და ყოჩაღ მოსწავლეს“! 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...